სოფლის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში. გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, იმ პრიორიტეტების გამოვლენა და პროექტების დაგეგმვა ხდება, რომელიც მიმდინარე წელს სოფლებში უნდა განხორციელდეს. მთისძირი, ბალღოჯიანი, ახალსოფლის თემში შემავალი სოფლები:თხილისწყარო, სარუსო და საცხენე, ეს ის ჩამონათვალია, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა. მთისძირის საბავშვო ბაღი, სოფელ საცხენესთან დამაკავშირებელი ხიდი, თხილისწყაროს და სოფელ სარუსოს შიდა სასოფლო გზა და სოფელ ბალღოჯიანის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ის საკითხებია, რომელიც სოფლებში პირველი რიგის პრიორიტეტად დასახელდა.
ყვარლის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
01/03/2016