ყვარლის სახალხო თეატრში სპექტაკლი „ესოდენ ძლიერი“ გაიმართა

27/11/2022

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში სპექტაკლის „ესოდენ ძლიერი“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – დავით მათიკაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი დაესწრნენ.
„ესოდენ ძლიერი“ დედოფალ ქეთევან წამებულის შესახებ გვიამბობს. მერაბ ჩხაიძემ – პიესის ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა – სპექტაკლის განახლებული ვერსია წარმოადგინა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: მაია მამულაშვილი, ივანე პატარქლიშვილი, დაჩი დავითაშვილი, მარიამ სეფაშვილი, მამუკა ყეინოშვილი. ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის გასტროლები მთელ კახეთშია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0