ყვარელში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

21/11/2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა ქალაქ ყვარელში, #1 საბავშო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გახსნეს. სააღმზრდელო დაწესებულების შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა. კეთილმოეწყო სასწავლო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ავეჯით.
შედეგად, საბავშო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და გათვლილია სკოლამდელი ასაკის 100 ბავშვზე. მომავალში იგეგგმება ეზოს ინტერიერის კეთილმოწყობა.
სამუშაოები რეგიონში გასახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 420000 ლარი შეადგინა.
სააღმზრდელო დაწესებულების გახსნის ცერემონიას პარლამენტის წევრები – ირაკლი სესიაშვილი და გურამ მაჭარაშვილი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0