ყვავილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმის მხარდაჭერითა და ასოციაცია „ღირსეული სიბერეს“ ორგანიზებით ღონისძიება „ყველაფერი ყვავილებზე“ გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ ყვავილებისა და ბუნების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე ქობულეთში მოღვაწე ხელოვნებმა წარმოდგინეს ვორქშოპი ,,როგორ დავამზადოთ ცოცხალი და ხელოვნური ყვავილების თაიგულები“, ხოლო ასოციაციის ბენეფიციარებმა ლიტერატურული პერფორმანსი „ყვავილები პოეზიაში“ წარმოადგინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ ყვავილებისა და ბუნების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის საზაფხულო ტურისტული სეზონის მანძილზე – მუზეუმის მცირე საგამოფენო სივრცე „არტ–ჰოლში“.
ყვავილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ყველაფერი ყვავილებზე“ გაიმართა
21/06/2017