ყატარის ავიახაზები გთავაზობთ საგაზაფხულო ფასდაკლების აქციას

23/03/2016

ისარგებლეთ ფასდაკლებით ეკონომ კლასის ბილეთებზე გარკვეულ მიმართულებებზე. 31 მარტის ჩათვლით, მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლებები ყატარის ავიახაზების ვებგვერდზე qatarairways.com/ge ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობითი ოფისების ან პარტნიორი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით. გაყიდვების პერიოდი 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით ხოლო მოგზაურობის პერიოდი 2016 წლის მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

ფასდაკლება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: დელი, სინგაპური, შანხაი, ბანგკოკი და მანილა.

ყატარის ავიახაზების ქვეყნის მენეჯერმა ბატონი ნაზირ აბდუვახიროვმა განაცხადა: “ეს არის ფასდაკლების აქცია მგზავრებისთვის რათა მათ გამოსცადონ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის პრემიუმ მომსახურება. ფასდაკლების აქციით ჩვენ გვსურს მადლიერება გამოვიჩინოთ და მომხმრებელს ვუხდით მადლობას ლოიალურობისა და სასურველი ავიკომპანიის დასახელებისთვის.

ყატარის ავაიხაზები მსოფლიოში აღიარებული ერთ ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტის, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ემსახურება ბიზნეს და დასვენების მსოფლიოს 153 მიმართულებით, მსოფლიოს ისეთ ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებებს, როგორიცაა მუმბაი, ბანგკოკი, სინგაპური, თეირანი, ჰონგ კონგი, კოლომბო და დუბაი.

ივნისის თვეში გამართულ მსოფლიოს ავიახაზების ყოველწლიურ დაჯილოვებაზე Skytrax 2015, ყატარის ავიახაზებმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში, მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი და შუა აზიის საუკეთესო ავიახაზები.

ყატარის ავაიხაზებმა განიცადა სწრაფი ზრდა ბოლო 18 წლის განმავლობაში და დღეს ფლობს 179 თანამედროვე თვითმფრინავისგან შემდგარ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდების პარკს და ემსახურება მსოფლიოს 153 ქალაქს ევროპის, შუა აზიის, აფრიკის, მცირე აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0