თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებს შპს “გზამშენი 2005″ ასრულებდა.
როგორც ჩვენთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა – დავით ბაჩიაშვილმა აღნიშნა : ” ყარაჯლის გზაზე სოფლის ცენტრში ინფრასტრუქტურული საუშაოები წლების განმავლობაში არ შესრულებულა .ძალიან იყო დაზიანებული გზის საფარი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა საავტომობილო გადაადგილებას, რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესებული მიმოსვლით ისარგებლებს სოფლის მოსახლეობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 180 000 ლარია”.
ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
21/04/2016