დაბა ნარუჯაში საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო.
აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი შალვა გოგეშვილის სახელობის ტურნირი ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.
ჩემპიონატის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილე – არჩილ ყაზაიშვილი და გამგეობის სპორტული განყოფილების თანამშრომლები დაესწრნენ.
რაიონებს შორის შესაჩევ ღია ჩემპიონატში დაბა ნარუჯის ორი გუნდი მონაწილეობდა.
შეხვედრის ბოლოს სპორტის განვითარების განყოფილებამ საფეხბურთო გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.
ღია ჩემპიონატი ფეხბურთში
13/04/2016