ღვინის მაღაზია-ბარი „8 ათასი მოსავალი“ გაიხსნა

16/05/2016

თბილისში ახალი ღვინის მაღაზია-ბარი „8 ათასი მოსავალი“ გაიხსნა. მაღაზიის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბოთლის ღვინის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს აღნიშნული კუთხით წარმატებები უსურვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8-ათასწლიანი ღვინის დაყენების უწყვეტი ისტორია. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მათი სამიზნე სეგმენტი ქართველი მოსახლეობაა, რომლებიც აფასებენ ხარისხიან, ჯანსაღ ღვინოს.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე ისარგებლონ მაღაზიაში განთავსებული ბარით და მათთვის სასურველი ღვინო შესაბამის საკვებთან ერთად დააგემოვნონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0