ქუთაისში სოციალურად დაუცველ 80-მდე ოჯახს ბინა გადაეცა

01/10/2017

ქუთაისში სოციალურად დაუცველ 80-მდე ოჯახს ბინა გადაეცა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსაფარ ადამიანებს გასაღები გადასცეს. სოციალური საცხოვრისი 350-მდე ადამიანზეა გათვლილი და ბენეფიციარებს 5 წლიანი სარგებლობის ვადით გადაეცათ. ვადის გასვლის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადაიხედება და შესაბამისი ღონისძიება გატარდება. საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა. პროექტი უპრეცედენტოა და მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0