ბრაზილიაში წელს ოლიმპიადაზე გამგზავრებულ ქართველ სპორტსმენებს ქუთაისში ბარ-რესტორან „პრაღაში“ უგულშემატკივრებენ. დამონტაჟებულია ეკრანი და ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა ოლიმპიურ თამაშებს თვალი ადევნოს. გულშემატკივართა კლუბის პრეზენტაციას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„რიო 2016“-ში 39 ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ, ქუთაისიდან ოლიმპიურ თამაშებზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მონაწილეობს.