ქუთაისში დღეს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველოგარბენი მოეწყო. ველორბოლაში ქუთაისის მე-12 სპორტული სკოლის ველოსიპედისტებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი უმეტესობა საქართველოს ნაკრების წევრია.
ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ სპეციალური ავტომობილი შეიძინა, რომელიც სპორტსმენთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ველორბოლის დროს. ამ დრომდე ველოსიპედისტთა სკოლას საბჭოთა პერიოდის მოძველებული ავტომანქანა ჰყავდა, რომელსაც ვერ იყენებდნენ.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ,მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე და ააიპ სპორტულ გაერთიანებათა ხელმძღვანელი ნინო უჩაძე დაესწრნენ.