კომპანია მომსახურების ქსელს აფართოებს და ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა. “თეგეტა მოტორსის“ ახალი ობიექტის გახსნას: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, კომპანიის დამფუძნებელი თემურ კოხოძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “თეგეტა მოტორსს“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი.
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს. ახალ ფილიალში მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. „თეგეტა მოტორსი“ ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა. იგი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ქუთაისში ,,თეგეტა მოტორსის”ახალი ფილიალი გაიხსნა
11/02/2023