ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად 3 დღის წინ, ამინდის გამოსვლასთან ერთად ქალაქში მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე დაათვალიერა. ერთ-ერთი ობიექტი, სადაც სამუშაოებია დადიანის ქუჩაა. რეაბილიტაცია ივნისის თვეში დაიწყო . ამ ეტაპზე მიწის მოჭრა მიმდინარეობს. 2 თვეში დადიანის ქუჩის კერძო სექტორი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაიგება 10 სმ-იანი ჩამკეტწახნაგიანი ბეტონის ფილები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,არადანი“ 701307 ლარად ასრულებს. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი ასრულებს. დადიანის ქუჩაზე უკვე დასრულებულია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ,, უამინდობამ მცირედით შეაფერხა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რამდენიმე დღეა რაც ამინდი გამოვიდა. ჩვენ ყოველდღიურად ვაწარმოებთ მონიტორინგს. რაც შეეხება დადიანის ქუჩას აქ ბოლო 25 წელია სამუშაოები არ განხორციელებულა. რამდენიმე დღის წინ დასრულდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძირითადი ქუჩები წელს კეთილმოეწყოს, საუბარია 100-მდე გზაზე. რაც შეეხება ცენტრალურ ქუჩებს იქ სადაც წყალმა უნდა გაიაროს ორმოულით შეკეთდება. წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ კი გზა ქკაპიტალურად დაიგება.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ
ქუთაისში დადიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა
15/06/2016