ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები შავლეგო ტაბატაძემ დაათვალიერა

21/02/2019

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერეს. ამ ეტაპზე დახურული სანიაღვრე არხის მოწყობა და დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მხარის რწმუნებული ქუთაისში სხვა ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0