ქუთაისს წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება

05/11/2018

EIB–ის მისიამ ქუთაისში დაგეგმილი წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან, მხარისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილა. მასშტაბურ სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებს. მხარეებმა იმსჯელეს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შექმნის საკითხზე. ჯგუფი უზრუნველყოფს ადგილობრივების ინფორმირებას, პროექტის საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ბენეფიციარების მოთხოვნებთან და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან. ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. მიმდინარეობს პრეტენდენტი კომპანიების შერჩევის და გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობას წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება. კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკები

Tweet about this on TwitterShare on Facebook0