საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.
ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. 3 ლოტზე, ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“გაიმარჯვა, ერთზე კი კომპანია „აკორდმა“. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით პირველად განახორციელებს.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ დროისთვის, სახიფათო გზის რეპუტაცია აქვს საგზაო ავარიების რაოდენობით და განსაკუთრებით ფატალური შედეგებით. გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე.
ახალი გზის მმშენებლობა უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები.
ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა იწყება
28/12/2018