ქუთაისის მერმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

08/03/2016

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 101 წლის ქალბატონებს ქეთევან ჟორჟოლიანს და ნადეჟდა კოპალიანს 8 მარტი მიულოცა. ქალბატონებს ქალაქის მერი ოჯახებში საჩუქრებით ეწვია, მოგვიანებით კი მათ მატერიალური დახმარება ჩაერიცხებათ. „ ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულია ჩვენი ხანდაზმულები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის არიან და მხნეობას არ კარგავენ“- განაცხადა შოთა მურღულიამ. ხანდაზმულებთან საკრებულოს დეპუტატი თემურ ნადირაძეც იმყოფებოდა. ქუთაისის მერი ასევე მე-3 საჯარო სკოლაში მივიდა და პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0