წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ს.ს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მიერ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, სხვა პასუხისმგებელი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის პროექტის მიზნების და სცენარების წარდგენა შედარებას, აეროპორტთან დამაკავშირებელი ხაზის უპირატესობებისა და სირთულეების განხილვას, გარემოსდაცვით, ატმოსფერულ ჰაერსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფლორისა და ფაუნის დაცვაზე მსჯელობას. ვინაიდან პროექტზე მუშაობა დასრულებულია, სავარაუდოდ 2018 წლის მარტში სარკინიგზო ხაზი უკვე პირველი მატარებლის მიღებას გეგმავს. შეხვედრის ბოლო ეტაპზე „საქართველოს რკინიგზის“ დამსწრეთა კითხვებს პასუხი გასცა კორპორაციული მართვის დეპარტამენტის და ფართომასშტაბიანი მშენებლობების უფროსმა გიორგი ზაზაშვილმა.
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი წარადგინეს
11/08/2017