ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ტრადიციულად ალილო მოეწყო. შობის მახარობლები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა და მათთან ერთად მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. საშობაო მსვლელობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გენადი მარგველაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. შობის მახარობლები ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ. შეგროვილ სურსათ–სანოვაგეს კი დღის ბოლოს მოხუცთა თავშესაფარსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრებს გადასცემენ. ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსვლელობა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოეწყო.
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ტრადიციულად ალილო მოეწყო
07/01/2020