ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.
ხვალ, საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია თელავში წარადგენს.
დაგეგმილია განხილვები – რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
24/03/2016