ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა
21/04/2016