ქობულეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება მიმდინარეობს

03/10/2016

ქობულეთში „სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო გაზიფიცირების პროგრამით“ წელს 58 ოჯახმა ისარგებლა. მიზნობრივი პროგრამა მესამე წელია მუნიციპალიტეტში წამატებით ხორციელდება და იგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უფასო გაზიფიცირების პროგრამა ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას ითვალისწინებს.
სოციალური პროგრამით სარგებლობა 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლია. წელს კიდევ 17 ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება. პროგრამის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გთვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0