ქობულეთში სანაპიროს მოწესრიგება მომავალი წლიდან დაიწყება

12/08/2016

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის უმთავრესი პრიორიტეტი სანაპირო ზოლის და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგება იქნება. პროექტის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საპროექტო სამსახურისა და საქართველოს მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლი და მდინარე აჭყვას კალაპოტი დაათვალიერეს. მათ ნაპირდამცავი პროექტისა და დაზიანებული ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
ქობულეთში დაზიანებული ჯებირის სარეაბილიტაციო და სანაპირო ზოლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობის პროექტის შეძენას გამგეობა მიმდინარე წელს გეგმავს, ხოლო ახალი ჯებირის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისა და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგებისთვის პროექტი უკვე შეძენილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0