ქობულეთში პროექტ „მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

23/06/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შპს „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით პროექტ „მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასოციაცია „ერთამენეთის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, კერძო და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ესწრებოდნენ.
„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით 2016 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0