ქობულეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები გაიხსენეს

09/05/2016

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ძმათა სასაფლაოს მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები გაიხსენეს.
დღესვე ქობულეთში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 6 მონაწილეს გამგეობისგან 500-500 ლარი გადაეცათ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 200-200 ლარი. პროგრამის განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან 3 800 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0