დღეს ქობულეთში კერძო საბავშვო ბაღი „სიმბა“ გაიხსნა. წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გაჭრა. საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სკანდინავიური მეთოდით განხორციელდება.
მალე საბავშვო ბაღის ბაზაზე ბავშვთა გასართობი ცენტრი ამოქმედდება.
ქობულეთში კერძო საბავშვო ბაღი „სიმბა“ გაიხსნა
19/09/2016