ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა

24/07/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა ველო და საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო რეკრეაციული, გასართობი და სპორტული სივრცეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0