ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ ლეღვაში დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სტიქიის შედეგად დამეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ასევე შტორმის შედეგად დაბინძურდა ზღვის სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ქობულეთის სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება
15/08/2016