ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

06/05/2016

სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სანიაღვრე არხები, უსაფრთხოების კუნძულები, რომელიც შემოისაზღვრება ბეტონის თვალამქცევი ბორდიურებითა და დეკორატიული მოაჯირებით. ბორდიურებზე და ტროტუარებზე დაიგო დეკორატიული ფილები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე ზოლი, მოძრაობის ნაკადგამყოფი ბოძკინტები და ახალი საილუმინაციო სისტემა.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ჯი-ლაინი“ აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 528 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0