აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები – კობა ნაკაიძე და მუხრან ვახტანგაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე.
ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოწყობილია რკინა ბეტონის კიუვეტები და საყრდენი კედლები. 4 ადგილზე მოეწყო 122 გრძ.მეტრი გაბიონი, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარი 9 574 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 490 998 ლარს შეადგენს.
აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სულ 29,790 კმ ასფალტობეტონის საფარის და 8700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობაა გათვალისწინებული. დაგეგმილია 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.
სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 18 224 785 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტი დასრულდა
27/07/2018