ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებს აჭყვისთავში, ზენითში, ალამბარსა და მუხაესტატეში გაეცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ყოფითი საკითხების მოგვარება ითხოვა. მათ ძირითად მოთხოვნად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება და ამბულატორიების შენობების რემონტი წამოაყენეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ. მათ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს.
დღესვე ქობულეთის მერი აჭყვისთავში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
12/02/2018