ქობულეთის გამგებელმა ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა

02/09/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის დელეგაციას უმასპინძლა. 10 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ქობულეთს დამეგობრებული ქალაქების ახტალასა და ალავერდის მერები. მხარეებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0