ქისტური ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

29/06/2017

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ქისტური ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ქისტური ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენიბითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ასევე ქისტური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი.
გამოიფინა ქისტური ზეპირსიტყვიერების (ქისტურ და ქართულ ენებზე) და ხალხური რეწვის უნიკალური ნიმუშები (ძერწვა, ქარგვა, რეწვა, ხეზე კვეთა, თექის დამუშავება).
კონცერტში მონაწილეობდნენ პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ხელშეწყობითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0