ქინძათში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

22/10/2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლა შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაზეც 2 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საძირკველის მოწყობა, ჯამში 6 250 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე ტიპის სკოლა და სპორტული მოედანი. მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება. ქინძათის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და 22 პედაგოგია დასაქმებული. ახალი სკოლა სამ სოფლელს მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0