სოფელ ქვილიშორში მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში წყალს ჭურჭლით იმარაგებდა რადგან იმ სოფელს წყალი არ მიეწოდებოდა. ქვილიშორში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ იზრუნა და 413 657 ლარად შეფასებული ტენდერი გასული წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. გაყვანილ იქნა მილები და ყველა ტექნიკური დეტალის გათვალიწინებით სამუშაოები დათქმულ ვადაში განხორცილელდა. წყლის მოსახლეობამდე მიყვანას ტექნიკური – პროცედურული სამუშაოები სჭირდებოდა რამაც გარკვეული დრო მოითხოვა, ამის გამო გამო კითხვა „როდის წამოვა წყალი ონკანებში?“ მოსახლეობის მხრიდან ბოლო ხანებში მედიასაშულებწებიდანაც ხშირად ისმოდა. ჩვენის მხრიდან განმარტებების მიუხედავად, რომ სოფელში წყლის გასაშვებად ცენტრალური ავზის დაცლა იყო საჭირო რაც დროსთან ერთად ქალაქისთვისაც წყლის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული, ქვილიშორის მოსახლებისთვის გაუგებრობას იწვევა. ყოველ დღე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა : – წყლის მილები დაერთები და გატესტვისა. თითქმის დასრულა ყველა სამუშაოები და სამჟამად მიმდინარეობს დატესტვა და ამიერიდან სოფელ ქვილიშორის 150 აბობნენტს წყალი მიეწოდება. დღეს საუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა და გატესტვის პროცესს პირადად დაესწრო.
ქვილიშორის მოსახლეობას წყალი უკვე მიეწოდება

15/09/2017