ქვეყნის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები

22/10/2021

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბაღდათში აქტიურად მიმდინარეობს აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების, ასევე ბაღდათის სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.

„ქვეყნის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში. ბაღდათში მიმდინარე პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ხორცილდება როგორც შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტები, ასევე სხვა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ელემენტების შეცვლის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ ენერგოეფექტურ, გამართულ, მოწესრიგებულ გალამაზებულ შენობებსა და გარემოს. პროექტის იმდაგვარად არის შედგენილი, რომ შენარჩუნებულია ბაღდათისთვის დამახასიათებელი აუთენტური და ტრადიციული ელემენტები. „მნიშვნელოვანია, რომ იგივე პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება ბაღდათის ისტორიული სკვერის და მიმდებარე ტეროტირიის პარკად გადაქცევის სამუშაოები, რომელიც იქნება დატვირთული, ფათობრივად, ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო ფუნქციური ელემენტებით. ეს სკვერი ნამდვილად იქნება ბაღდათელებისთვის ოჯახთან ერთად დროის გასატარებელი საყვარელი ადგილი,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაღდათში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბაღდათში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები. სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0