ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები იყოს ობიექტური

10/08/2016

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები იყოს ობიექტური, გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. დავით სერგეენკო განვითარებულ მოვლენებში შეუსაბამო მოცემულობებზე საუბრობს.

”რა თქმა უნდა, ვალდებული ვარ თვალყურს ვადევნებდე ისეთ მნიშვნელოვან ორგანოს, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა. დარგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ჩემი შეფასებით, შეუსაბამო მოცემულობები გამოიკვეთა, როცა, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ მოსამართლეებზე დევნა მიმდინარეობს, საკუთრივ მოსამართლეები ამას არ ადასტურებდნენ. ამის მერე იკვეთება რაღაც ჯგუფები, რომლებიც ვითომდა, გარკვეულ შეკვეთებს ასრულებენ. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის აქ პროცესები იყოს ობიექტური, გამჭვირვალე. ვფიქრობ ყველაფერი საზოგადოებისთვის ცხადად და აღსაქმელად გაირკვევა”, – განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”. მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0