გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას – “ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა“ დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, გამოფენაზე XV-XIX საუკუნეების ისტორიული საბუთები, ტყისა და წყლის რესურსებით სარგებლობის წესები, სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების საარქივო ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.
საგამოფენო პროექტი ხუთი დღე გაგრძელდება, რომლის ორგანიზატორია გარემოსა დ ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა
22/04/2016