ქვესადგური “ქსანის”რეაბილიტაცია დასრულდა

07/09/2016

ვიცე -პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი yesim elhan-kayaral და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში ქვესადგური „ქსანი 500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ. პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ (ადბ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია Siemens Austria -მ შეასრულა. პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის, ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა, ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა, მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0