ქვემო ხვედურეთსა და ქარელში გზების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

05/04/2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთსა და ქალაქ ქარელში, სტადიონამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 700 000 ლარზე მეტია განსაზღვრული. სამუშაოების ფარგლებში ქვემო ხვედურეთში 520 გრძივი მეტრი, ხოლო ქარელში 3 კმ-ზე მეტი გზის საფარი მოეწყობა. პროექტები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0