ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების შესახებ, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც, მხარეში, სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
სხდომას, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, ქვემო ქართლის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შოთა რეხვიაშვილმა, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მიმდიბარეობისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე. სახელმწიფო რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ. ასევე, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კონკრეტულ მაგალითებზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, დაისახა სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.
ქვემო ქართლში საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
24/07/2019