ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

15/06/2019

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი. ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და კალიებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. წამლობა ხორციელდება ეფექტიანი პრეპარატებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელების არეალს.
სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და ანადგურებს მწვანე საფარს. ბოლო წლებში სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია რეგულირებადია. კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის.
ცხელი ხაზი: 1501

Tweet about this on TwitterShare on Facebook0