ქვემო ქართლში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

07/12/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეფორმის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ისაუბრეს და მოსახლეობის სარგებელზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და თემით დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინერგება ე.წ. სამსვეტიანი საპენსიო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება წლების განმავლობაში მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის პროპორციული თანხების დაგროვება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და გაცემა შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ. ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის შედარების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივას ნაწილობრივ სავალდებულო 2%+2%+2% სისტემა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0