ქვემო ქართლში არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

05/02/2022

აქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური) 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა. დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული, ხოლო წყლის მიწოდება 810 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0