ქვემო ქართლის რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

02/01/2023

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. გარდაბნის მერიის ორგანიზებით დღეს საკრებულოს მიმდებარედ, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები იმართება.
ღონისძიების სამზადისი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, დილიდან აქტიურად დაიწყო. მოეწყო საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო სივრცეები. დღევანდელი ღონისძიება გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0