ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე, 180 აღსაზრდელზე გათვლილი №1 საბავშვო ბაღი მოინახულა, რომელსაც სრული სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:
მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობა-ნაგებობის აშენება;
შეიცვალა სახურავი;
სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები;
შეიღება კედლები;
მოეწყო გასართობი სივრცეები, სპორტული დარბაზი და სამზარეულო;
დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა;
მოპირკეთდა გარე სივრცე;
შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მარნეულის N1 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 1,188 577 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაბინანსებით.
ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა მოინახულეს.