სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად, 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 3924 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04/11/2017