ქვედა საქარაში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. საქარის N 33 ბაღი უკვე მეხუთე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში, რომლის მშენებლობაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორცილდა. საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 373, 965 ათას ლარს შეადგენს. ახალი კორპუსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და სამ ჯგუფზეა გათვლილი. ქვედა საქარის ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისათვის. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს სოფელ ცხრაწყაროშიც დასრულდა.
ქვედა საქარის ახალი საბავშვო ბაღი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
03/11/2016