ქვედა საქარაში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო

19/04/2016

საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2016 წელს ზესტაფონში ორი სრულიად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ახალი ბაღის მშენებლობა ქვედა საქარაში უკვე მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს და სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გილმარი – 2 „ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 373,956 ათასი ლარს შეადგენს. კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით სექტემბრის თვეში უნდა დაასრულოს. საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ქვედა საქარის N 33 საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისთვის. თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აეშენებინა. ახალი ბაღის მშენებლობა 2016 წელს სოფელ ცხრაწყაროშიც დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0