შპს “თბილსერვის ჯგუფი” უამინდობის გამო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. დედაქალაქის მასშტაბით გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება – ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ნაშალი მიწისგან ძირითადი სავალი გზები თითქმის სრულად არის გაწმენდილი და ამ დროისთვის მცირე კერების გაწმენდა მიმდინარეობს.
ქვა-ღორღისა და ნაშალი მიწისგან ძირითადი სავალი გზები გაწმენდილია
11/06/2017